პირველად რომ შემიყვარდა
პირველად რომ შემიყვარდა პირველად რომ შემიყვარდა თვალხატულა, როგორც ,,ფისო,, , ეს ქალი მე არ მიყვარდეს? კაცი ვიყო უსინდისო. მე რომ მძინავს ის აკვანთან, მზე ამოვა, ისევ ზისო, აბა როგორ არ მიყვარდეს, ანგელოზებს გამიზრდისო. ის სიტყვები,მე მიყვარხარ, თვალს ღიმილის ცრემლი სდისო, ამ ქალს კაცმა უღალატოს, უნდა იყოს უსინდისო. პირველად რომ შემიყვარდი, დღესაც ის ხარ ჩემო ,,ფისო,, , ჩემი გული გისახსოვრე, შენ თუ არა, აბა ვისო. თავმდაბალი,გლეხის გოგო, მეც არა ვარ მეფის წრისო, ბაბოჩემის ხნისა გახდი, ბაბო იყო ასი წლისო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი