მე შენი სიტყვის ერთიც არმჯერა


მე შენი სიტყვის ერთიც არმჯერა



მე შენი სიტყვის ერთიც არმჯერა,
რომ აღარა ვთქვა ორზე, ან  რვაზე,
წახვედი თოვლად, გაუჩინარდი,
დღემდე არვიცი  რისთვის ან რაზე.

მე ოცდახუთი წელი გიკრეფდი
სიზმარში ვარდებს, მინდორში იებს,
ახლა კი ამბობ, უბრალოდ გეტყვი,
ჩემს არსებობას დრო მოგამშიებს.

შენი კისკისი,შენი მიყვარხარ,
თითქოს გაგტაცა სიცივემ, ქარმა,
რომ დავიჯერო შენი ნათქვამი,
რაუნდა მითხრა ისეთი ქალმა.

.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი