ჩემი ცრემლის მდინარეში ტივზე ვდგავარ


ჩემი ცრემლის მდინარ
ეში ტივზე ვდგავარ.


ჩემი ცრემლის მდინარეში ტივზე ვდგავარ,
დღეს ამ ტივზე მე ვარდები გამიშლია,
ის ქალი ხარ, რომელიც მე შემიყვარდი,
კოცნა გთხოვე, ო  რამდენჯერ დაგიშლია.

ჩემი ცრემლის მდინარეში ნუ დამახრჩობ,
ეს მდინარე ვერა და  ვერ დამიშრია,
მე მიყვარხარ,მე მიყვარხარ, გენაცვალე,
დალალები ლამაზ მკერდზე გაგიშლია.

ჩემი ცრემლის მდინარეში ტივზე ვდგავარ,
ჯერ ფხიზელი აქედან ვინ  გამიშვია,
შემიყვარდი, სწორედ იქ ვარ დამნაშავე,
მე შეცდომა შენი კოცნით დამიშვია.

ჩემი ცრემლის მდინარეში ტივზე ვდგავარ,
რამე გითხრა , ბევრჯერ სიტყვაც დამბნევია,
წუხელ ისე დავითვერი გენაცვალე,
ჩემი სახლის მისამართიც ამბნევია.

ჩემი ცრემლის მდინარეში ტივზე ვდგავარ,
ყვავილივით  გული ჩემთვის გაგიშლია,
მე მიყვარხარ, დანარჩენი ყველა ქალი,
თავის გზაზე ,მე სახლისკენ გამიშვია.

ჩემი ცრემლის მდინარეში ტივზე  ვდგავარ,
დამიჯერე  ,წყალში ცეცხლი მიკიდია,
ეს ვარდები , ყველა შენთვის მოვიპარე,
ერთი  ცალიც არავისგან  მიყიდია.

ჩემი ცრემლის მდინარეში ტივზე ვდგავარ,
მე აფრები სიყვარულის ამიშვია,
შემიყვარდი,მე არავარ დამნაშავე
და შეცდომაც შენთან მე არ  დამიშვია.

შემიყვარდი,შემიყვარდი  გენაცვალე, 
დღეს ამ ტივზე მე ვარდები გამიშლია,
მე მიყვარხარ,დანარჩენი ყველა ქალი,
თავის გზაზე, მე სახლისკენ გამიშვია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი