დედას გაფიცებ არ გამიჯავრდე


დედას გაფიცებ არ გამიჯავრდე

სკოლის ჭიშკართან შემთხვევით გნახე,
ბავში სკოლაში ფეხით მიგყავდა,
შენ არ იცოდი, მე შენი თავი,
ამ ხნის მანძილზე როგორ მიყვარდა.

დედას გაფიცებ არ გამიჯავრდე,
არ შემადარო ვინმე მაცდურებს,
მე როდის გეტყვი მე შენ მიყვარხარ,
შენი ტუჩები როდის მაცდუნებს.

შენ ყვავილი ხარ ,მართლა ყვავილი,
შენ ის ყვავილი, არა  უსუნო,
შენი თავი რომ აღარ მიყვარდეს,
მაშინ  მე უნდა ვიყო უსულო.

ეს უთქმელობა გამაგიჟებდა,
გადამიქროლეს ფიქრის,, შველებმა,, ,
ყიველდღე მაგ გზას ისევ გაივლი,,
მაგრამ ხვალიდან რა მეშველება.

ჩემზე არა თქვა, რომ პოეტია,
უბრალოდ მინდა გიჟივით ვწერო,
შეიძლება რომ შენს ფანჯარასთან,
კიდევ მოფრინდეს ის თეთრი ,,წერო,, ,

გადაგიყვარო? ეს როგორ ხდება!
სიკვდილის შემდეგ, ასი წლის მერე?
თუ სათქმელი გაქვს ,ეხლა მითხარი,
ვერ გამაგონებ ძვირფასო მერე!

ყოველდღე გწერდი,მაგრამ პასუხი,
შორი მგზავრივით  არსად არ  ჩანდა,
სკოლის ჭიშკართან შემთხვევით გნახე,
ხელში გეჭირა ბავშვის ზურგჩანთა.

დედას გაფიცებ არ გამიჯავრდე,
მინდა რომ დავთვრე ,ყვავილს ვუსუნო,
შენი თავი რომ აღარ მიყვარდეს,
მაშინ მე უნდა ვიყო უსულო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი