ბუტია


ბუტია 

რად შეიცვალე როგორც ამინდი,
არ გამიწვიმდე ქალო, შენცა,  რა.
მეგონა, მხოლოდ  ია ყოფილა,
მორცხვი, ბუტია, მაგრამ შევმცდარვარ.

არ გამიწვიმდე ,არ დამასველო,
წვიმას აპირებს, ნელ-ნელა ცრისო,
სამოცდასამის  შენ სად  იქნები,
ან მე სამოცდა, სამოცდაცხრისო.

არ გამიწვიმდე, არ დამასველო,
როგორც დასველდა ბუჩქებში ია,
თურმე შევმცდარვარ,თავს ვაჯერებდი,
შენა ყოფილხარ მორცხვი, ბუტია.

დედოფლის სახეს , თითქოს ღრუბელი
წამოერია ,ნელ-ნელა   ცრისო,
სამოცდასამის შენ სად იქნები,
ან მე სამოცდა,სამოცდაცხრისო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი