ჩავთვალოთ მაშინ გვიცხოვრია ჩვენ როგორც კაცებს
ჩავთვალოთ მაშინ გვიცხოვრია ჩვენ როგორც კაცებს ერთი ჩარექი ღვინო მათრობს სხვების რა გითხრათ ჩამოიცლიან ძველ მარანში, დაკოჟრილ კასრებს, სიკვდილის მერე ერთი ვინმეც თუ გაგვიხსენებს, ჩავთვალოთ მაშინ გვიცხოვრია ჩვენ როგორც კაცებს. სადღეგრძელოში ვინმემ ერთმაც თუ მოგვიგონა, არ გაგვყიდიან როგორც ცხვრებსა და როგორც ვაცებს, ვიღაცის თვალზე ერთი ცრემლიც თუ ჩამოგორდა, ჩავთვალოთ მაშინ გვიცხოვრია ჩვენ როგორც კაცებს. როგორ იცხოვრე იქ გადაწყვეტს ღმერთი,აქ ხალხი, გაყინულ ქვაზე მხოლოდ ორი რამე წერია, ისე ვიცხოვროთ აქ დამრჩენებს ჩვენი არ შერცხვეთ, სანამ იმ ქვის მთლელს ჩვენი გვარიც დაუწერია. ის მესაფლავე, საფლავებზე, ქოხში რომ ცხოვრობს, ჩვენთანაც მოვა რომელ დღეს და რომელ წლის დამლევს, ერთხელ მაინც თუ გაუგია ჩვენი სახელი, ღვინოს დაისხავს, მოგვიგონებს და ჩუმად დალევს. არავინ იცის რა მოხდება დღეს, ხვალე ,მერე, როგორ აღარ გცდის ეს ცზოვრება ჯიქური,მკაცრი, დღესვე რომ მოკვდე ერთი რამე დაიმახსოვრე, სიკვდილის მერეც შენზე რომ თქვან იყოვო კაცი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი