0 0 17
ვინ იცს ახლა ვის მკლავებში ხარ
ვინ იცის ახლა ვის მკლავებში ხარ
ვინ იცის ახლა ვის მკლავებში ხარ
და ვისი შვილი გეძახის დედას ,
ჩემი ცხოვრება , რა ცხოვრებაა ,
მე რა კაცი ვარ, ვაი, ჩემს დედას .
ვინ იცის ახლა აკვანთან ზიხარ
და მერამდენე თეთრ ღამეს ათევ ,
დედა გიმღერით ტკბილ იავნანას ,
გოგო თინია და ბიჭო მათევ .
გამახსენდება შენი ღიმილი ,
შენი ტუჩები, ის კოცნა მერე ,
დამნაშავე ვარ, ღმერთის მაინც რომ ,
ერთი მცნებაც რომ არ დავიჯერე.
ვინ იცის ახლა, რა დროა ღამის ,
ნახტომი არის ფიქრები ირმის ,
ისე მომწყურდი, ისე მომწყურდი ,
როგორც მწყურვალეს წყალი ,,საირმის, .
ვინ იცის ალბათ ,არავინ იცის ,
ჩემი ოცნება ფიქრს საით მიჰყავს ,
ეხლაც შევცოდე, მე ჩემი ლექსით ,
მე შენი თავი, ქალო რომ მიყვარს .
ვინ იცის ახლა ,როგორ იცინი ,
ვინ იცის ახლა ,ვის მკერდზე გძინავს ,
არ მინდა ფიქრი ,შენს ბროლივით ყელს ,
როგორ ეხვევა ხელები მძივად .
ვინ იცის , იქნებ ჩემზეც იფიქრე ,
გთხოვ ეს ფიქრები გულში ჩაახშე ,
ეშმაკის სახით გამომეცხადა ,
მე სულ სხვა ქალი , სულით ვავახშმე .
ვინ იცის ახლა, ვის შვილებს უვლი
და ვისი შვილი გეძახის დედას ,
ჩემი ცხოვრება , რა ცხოვრებაა ,
მე რა კაცი ვარ, ვაი, ჩემს დედას .