ასე ვიქნებოდი სადღაც ცამეტი წლის
ასე ვიქნებოდი სადღაც ცამეტი წლის ასე ვიქნებოდი სადღაც ცამეტი წლის, მარანში ჩავიპარე ღვინისთვის უჩუმრა,, ბაბომ თვალი მომკრა ,, კვიცი გვარზე ხტისო,, , პაპას გაეღიმა,ჩაუჩურჩულა. მახსოვს თეთრი ღვინო, ქვევრში ჩუხჩუხებდა, სახეზე მესხმებოდა, შხეფებს ისვროდა, -პაპა გენაცვალოს, დამაჭრებულხარო, მარნის კარებიდან პაპის ხმა ისმოდა. - მითხრა შენი ტოლი მეც ვიყავი შვილო, ხელი გადამხვია დამსვა ქვევრის პირთან, ღვინო ჩემი ხელით ამომაღებინა, რა სურნელება ჰქონდა მივიტანე პირთან. დავაგემოვნე და ტანში დამიარა, ბავშვი ვიყავი და ცოტა გამაბრუა, ეხლა პაპაჩემის ხნისა მოვიყარე, ნეტავი ბავშვობაში ერთი დღით დამაბრუნა. რაც ჰქონდა გაშალა პაპამ ქვევრის პირზე, ღვინით გადაავსო სურა თუ ჭინჭილა, ღვინო ჩამოასხა.,ეს სიტყვები მითხრა, მეც დღეს შენსავითო პატარა ბიჭი ვარ. ცოტა შეზარხოშდა,პაპამ შემოსძახა ჰაიდედასაო, ღვინო ჩუხჩუხებდა, ბაბო მარნის კართან იდგა შორიახლოს, ,, კვიცი გვარზე ხტისო,, ჩუმად ჩურჩულებდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი