ბროწეული
ბროწეული შემოდგომით ბროწეული, მოსაკრეფად აწითლდება, ბიჭმა გოგოს რომ აკოცოს, შერცხვება და გაწითლდება. მკერდში გული ბაგი ბუგობს, გულის ფიცარს ეხეთქება, ისე ,როგორც ზღვის ტალღები, გემებს ზღვაში ეხეთქება. ო ,რამდენი ღამე ვტეხე, შენთვის სად არ მილოცია, შენი თავი გამახსენდა, მე რომ შენთვის მიკოცნია. ნუშის ბაღში ყვავილობას, ეგ ტუჩები როგორ თრთოდა, რად მეგონა თოვლის ფიფქი, ნუშის ყვავილები თოვდა. დრო გავიდა,დრო ვერ შეცვლის, მიყვარხარო შენ, ჩემია, იმ ნუშის ბაღს,ჩვენს ადგილზე, სხვა წყვილები შეჩვევიან. მინდა ვიყო ბროწეული, მოსაკრეფად ავწითლდები, რომ გაკოცო ძველებურად, ნუთუ ისევ გაწითლდები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი