უპატრონო


უპატრონო


ზოგს ერთი ლუკმაც არა აქვს, რომ ერთჯერ დაპურდეს,
ნაგვის ურნაში  იქექება, რა ქნას რომ შია,
თვალცრემლიანი შემოგხედავს ,ხელში გიყურებს,
იმაზე  მეტი სოროში აქვს თაგვს ქერი, შვრია.

კაცმა არ იცის ბოლო ლუკმა როდის ატეხა,
ვაჰარალოა, ქეიფია,  მაგიდებს  შლიან,
როგორ მივიდეს, ერთი ლუკმა რომ მოითხოვოს,
სუფრასთან მისვლას ჩამოძონძილს ხომ დაუშლიან.

 ნაგვის ურნაში   საჭმლის ნარჩენს თაგვივით  ეძებს,
ფიქრით დაღლილი  ყურს დაუგდებს ფოთლების შრიალს,
ვაჰარალოა,ვერ გაიგებ ,ვინ , ვიღას უსმენს,
რამდენი არის ჩვენს გარშემო, ვისაც რომ   შია.

- მე ერთი ლუკმაც არა მაქვს, რომ ერთჯერ დავპურდე,
თაგვს ჩემზე მეტი სოროში აქვს ხორბალი,შვრია,
თუ სიცოცხლეში  აღარავის აღარ ვახსოვარ,
სასაფლაოზე  ერთ სუფრასაც ნუ გამიშლიან.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი