ისე მაცხოვრა
ისე მაცხოვრა დედის თვალებში ტყუილის გარეშე ჩამახედა, ცოდვების გარეშე მაღლა ღმერთისკენ ამახედა, ისე მაცხოვრა, ერთი ყვავილის მომვლელი ვიყო, სხვის ეზოებში ,სხვა ვარდებისკენ არ გამახედა. ისე მაცხოვრა, დასაძრახი არავისი გავხდე, შვილი მეყოლოს, მამის თვალებით დამახედა, სიკვდილი მესტუმროს, მასპინძელივით დავხვედროდი, მშიშარასავით კარებიდან არ გამომახედა. თუ შემეშალოს , შენც მოგისმენ ,ვინც არუნდა იყო, განა მეწყინება რაც არ ვიცი ყმაწვილო მითხრა, ისეთი სიკვდილი მინდა, შენს ხელებში ჩიტივით მოვკვდე, არა ისეთი , როგორც ხაფანგში გაბმული ვირთხა. ისე მაცხოვრა,გასაჯიჯგნი არ გავხდე ყორნების, არ გაიცინონ ჩემზე მტრებმა, შენზე ახიაო, ქართველად მოვკვდე შევუერთდე დიდი სოფლის შვილებს, იქ სადაც ჩემი პაპა ,ბაბო, დამიმარხიაო. მეგობრებისკენ სირცხვილის გარეშე გამახედა, სამშობლოსათვის ბოლო სისხლის წვეთამდე ვომობდე, დედის თვალებში ტყუილის გარეშე ჩამახედა, ისე მაცხოვრა,, ჩემს ქვეყანას გამოვდგომოდე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი