ვიღას ვახსოვარ
ვიღას ვახსოვარ ვიღას ვახსოვარ, ან ვის ვახსოვდი, დღეს რომ სუფრებსაც უჩემოდ შლიან, კოჭლი ძაღლივით კიბის ქვეშ ვცხოვრობ, ძველი ნაბადი ძირს გამიშლია. მე როცა მქონდა ბევრი, თუ ცოტა, ლოთისთვის ყელი არ გამიშრია, მშიერს ლუკმაპურს ვუნაწილებდი, დაპურებული, შინ გამიშვია. წელებზე ფეხებს ვიდგამდი შრომით, მქონდა კაპიკი ,მქონდა გროშები, თითო მანეთით შექუჩებული, სატრფოს ვუყიდე თეთრი ქოშები. მაგრამ დღეს ყველა წავიდა სადღაც, თითქოს არავინ მიცნობდა ისე, შენ მელიქიფევ ,ერთი დამისხი, ეს ღვინის ჭიქა, დღეს გადამივსე, ცოტას ვახსოვდე, ბევრი არ მინდა, წასასვლელი კი წავიდეს ისე, არ მოიხედოს რა გზას ჩამორჩა, ჩემს თავს მივხედავ როგორმე ისევ. რასაც გავცემდი არ ვთხოულობდი, დღეს კი ერთ ჭიქა მღვინოს მიშლიან, კოჭლი ძაღლივით კიბის ქვეშ ვცხოვრობ, ძველი ნაბადი ძირს გამიშლია,
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი