მიცანით ხომ! სახელიც გეცოდინებათ
მიცანით ხომ მიცანით ხომ! სახელიც გეცოდინებათ, პატარა გორა ვარ, არავარ მწვერვალი, ვისთვის ლოთი ვარ და არაფრის მაქნისი, ვისთვისაც შეშლილი პოეტი, მწერალი. მიყვარს ალუბლები თეთრად რომ ყვავიან, აყვავებულა წითელი შროშანი, სიცოცხლე,სიცოცხლე, არც ისე ხანგრძლივი, სიკვდილი ჩვენიდან არც ისე შორს არის. მიყვარს პაპაჩემის ჩაწურული ღვინო, პური ბაბოჩემის თონეში დაკრული, ტკბილი სიმღერა, ტანში რომ გაგაჟროლებს, გოგო თინათინის ჩონგურზე დაკრული.. დამისხით, დამისხით ღვინო შემოდგომის, ღვინო პაპას ქვევრის, შუა წელისაო, ქალო დღეს არ ჩანხარ, ხომ არ გამითხოვდი, თეთრ მტრედს გამოვატან შენთან წერილსაო. გუშინ დამიძახეს წამო დავლიოთო, შოთები გავიყოლე ,ბაბოს დაკრული, რა პური ვჭამეთ,რითღა არ დავლიეთ,, შემწვარი წიწილა, ვარია, დაკლული. ამბობენ მოკვდაო, წაიღო წერილი, ღვინო უყვარდაო შუა წელისაო, მე უნდა დავლიო და ქალი მიყვარდეს, სანამ მეც წავიღებ ძმებო წერილსაო. მიყვარს შემოდგომა ,ფოთლების ფარფატი, პატარა გორა ვარ, არავარ მწვერვალი, ვისთვის ლოთი ვარ და არაფრის მაქნისი, ვისთვისაც შეშლი პოეტი,მწერალი. ,
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი