მე შენი ქორწილის ვიქნები თამადა
მე შენი ქორწილის ვიქნები თამადა მე შენი ქორწილის ვიქნები თამადა, თავს დაგიხრიან მოჩურჩულე ,მორცხვი წნორები, ვინ არ ინატრებს შენისთანა მეყურთბალიშეს, თავის შვილისთვის რამდენ დედას მოეწონები მაგრამ არაო, ქორწილია შენი ქორწილი, თავს დაგიხრიან ყვავილები, ცაში მერცხლებმა, ზედ ამოქარგეს ენძელებით შენი სახელი, სიბერე მოვა, დაბერდები, შეგევერცხლება. თმები,ო ,თმები ,დალალებად დაყრილი მხრებზე, თავს დაგიხრიან ალუბლების მწიფე ტოტები, შენ ის ქალი ხარ,მხატვარი რომ ფუნჯით დაგხატავს , ლექს დაგიწერენ დედოფალო, შენ პოეტები. შენი ქორწილის მე ვიქნები თეთრი ვარდები და ჩემს თეთრ ფურცლებს დედოფალო, ფეხქვეშ გაგიშლი, ბავშვი არა ვარ , ავუქნიო ხელი ბეღურებს, როგორ დაგაფრთხო, აბა, ბუდეს როგორ აგიშლი. მე შენი ქორწილის ვიქნები მაყარი, თავს დაგიხრიან მოჩურჩულე მორცხვი წნორები , ვინ არ ინატრებს შენისთანა მეყურთბალიშეს, თავის შვილისთვის რამდენ დედას მოეწონები.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი