რა ტკბილი იყო შენი ტუჩები
რა ტკბილი იყო შენი ტუჩები დღესაც შენს სახლთან გამოვიარე, როგორმე შენთვის თვალი მომეკრა; გუშინ რომ ვნახე, მეც — მიყვარხარო, ჩამეხუტა და მკერდზე მომეკრა. ზღვაზე — ის ლურჯი, ზღვა ბობოქარი, ეს გული ჩემი ისე მძვინვარებს; შენთვის მეკოცნა რომ გადმოგხედე, მთვარილივით თავი მოიმძინარე. რა ტკბილი იყო შენი ტუჩები, როგორც ზაფხულში მინდვრის მალინა; მარტოს მიყვარდე ეს სიყვარული, შევძლო ყველასგან დამემალინა. ვერც რომ დავმალავ — როგორ მოვიქცე, ჩემო ზღაპარო, ჩემო არაკო, ხალხი გვიყურებს — ჩვენ სად წავიდეთ, ჩვენს სიყვარულზე გელაპარაკო…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი