არ მეკითხებიან რატომ დავითვერი...


არ მეკითხებიან რატომ დავითვერი…

არ მეკითხებიან, რატომ დავითვერი,
რისთვის დავბარბაცებ, ღვინო დარეული,
შენთანაც მოვსულვარ – დამალევინეო,
ვინ იცის, რამდენი მქონდა დალეული.

გუშინ მეგობარმა თვალი მომარიდა,
მითხრა: „არ დალიო, იქნებ ასე სჯობდა“,
მე დღეს ლოთი ვარ და ის კი ბატონოვო —
აღარც „როგორა ხარ“, აღარც „გამარჯობა“.

ჯერ თეთრი ღვინო, მერე შავი დავლიე,
ვიღაცისთვის დათრობას, სიფხიზლე სჯობდა,
გუშინ მეგობარმა თვალი მომარიდა 
- აჰა, ჩემი ხელი, ჩემი „გამარჯობა“.

არ მეკითხებიან, რატომ დავითვერი,
აღარც შინაური, აღარც გარეული,
შენთანაც მოვსულვარ — დამალევინეო,
ვინ იცის, რამდენი მქონდა დალეული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი