შენ მესაფლავე


შენ მესაფლავე


თითზე გადასახვევი არაფერი მაქვს სახლში,
ძაღლიც არა მყავს — დაიყეფოს, ყვირის ციცარი.
მოვკვდები, თქვენი დასამარხი გავხდები ბოლოს,
უბრალო ხისგან შემიკარით ოთხი ფიცარი.

გლეხური სუფრა — ყველი, პური და დოქი ღვინო,
გადამაღვარეთ თეთრი ღვინო, დოქში ნარჩენი.
ღვინოზე მიდით მედუქნესთან, სოფლის ბოლოზე,
არ დაგზარდებათ — ღვინო არის გამოსაჩენი.

შენ, მესაფლავე, მერამდენე ლურსმანს აჭედებ!
ყველა იქ წავალთ — სამზეოზე დადის ვინც არი.
მოვკვდები, თქვენი დასამარხი გავხდები ბოლოს,
უბრალო ხისგან შემიკარით ოთხი ფიცარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი