წერილი


წერილი

გუშინ ის წერილი მე მოგწერე,
რომელიც დატოვე უპასუხოდ.
ცოლი არ მოგყავსო — შემეკითხოს,
დედაჩემს რა უნდა ვუპასუხო!

ვიცი, სახელითაც არ მომმართავ,
იტყვი: ჩემს ქუჩაზე დადის ისო.
შენი მშობლებისთვის გვირილა ხარ,
ჩემთვის ყვავილი ხარ მაისისო.

გუშინ კელმეჩურში დავითვერი,
ჯამებით თეთრი ღვინო მისვია.
ჩემი მაჭახელა ამიღია,
ჰაერში ცხრამეტჯერ გამისვრია.

ვინ იცის, ღამე რამდენჯერ მოვალ,
უმთვარო ღამეს ლამპარ-ფანრითო.
ფიროსმანს ვთხოვე, რომ დაეხატე
დიდ თეთრ ტილოზე — ფუნჯით, ფანქრითო.

აი, ამდენ ხალხში გეუბნები:
წერილი დატოვე უპასუხოდ.
ცოლი არ მოგყავსო შემეკითხოს —
დედაჩემს რა უნდა ვუპასუხო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი