მე ყველა ჯილდოს შენი ერთი ცრემლიც მეყოფა


მე ყველა ჯილდოს შენი ერთი ცრემლიც მეყოფა

შენ მიდიოდი, მოგყვებოდი თოვლში ძუნძულით,
შენს ნაფეხურებს თეთრი თოვლი ნამქერით შლიდა,
მე ყველა ჯილდოს შენი ერთი ცრემლიც მეყოფა,
სიკვდილის მერე, რომ დავხუჭო თვალები მშვიდად.

ქალი ხომ კაცის ნამუსია, კაცის სახელი,
ღვინის გარეშე შეუძლია კაცის დათრობა,
შენ ის ქალი ხარ, შეგადარო ამ ვაზის ცრემლებს,
როგორც ეს ღვინო ვარგისია დღეს დასათრობად.

შენი სახელი დავაწერე სკოლის დაფაზე,
მასწავლებელი  მიღიმოდა, ტილოთი შლიდა,
მე ყველა ჯილდოს შენი ერთი ცრემლიც მეყოფა,
სიკვდილის მერე, რომ დავხუჭო თვალები მშვიდად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი