ვამბობ აღარ მიყვარსო და შენს სადღეგრძელოს ვსვამ
ვამბობ აღარ მიყვარსო და შენს სადღეგრძელოს ვსვამ ვამბობ აღარ მიყვარსო და შენს სადღეგრძელოს ვსვამ, რამდენი ჭიქაც დავლიე, იმდენჯერ გახსენე, ღვინო მომეკიდა, დავითვერი, შემომხედე , სადღეგრძელოში შენი თავი მე გამახსენე. ვამბობ აღარ მიყვარსო და როგორ დაიჯერე, როცა უშენობით დღეები გაწელილია, ლექსი წაგიკითხე, აგიწითლდა ჟღალი ლოყები, რაც ლექსები მაქვს, ყველა შენზე დაწერილია. ამბობ: „მიყვარხარო“ დაგიჯერე სიყვარული, ეს სიყვარული ორივესთვის აკრძალულია, ასეთ სიცოცხლეს რა ვუთხარი, მითხარი რამე , ჩემი გული ხომ შენს ბაღნარში დაკრძალულია. ვამბობ: აღარ მიყვარხარო… არა, მიყვარხარო , რამდენი ჭიქაც დავლიე, იმდენჯერ გახსენე, ღვინო მომეკიდა, დავითვერი, შემომხედე, სადღეგრძელოში შენი თავი მე გამახსენე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი