და დღეებს ვითვლი ჩვენი შეხვედრის
და დღეებს ვითვლი ჩვენი შეხვედრის და დღეებს ვითვლი ჩვენი შეხვედრის, დარჩა დღეები რაღაც, სულ ათი, შემხვდები? ვერა! იქნებ მანამდე გამომიგზავნო შენი სურათი. აყვავებულან თეთრად ნუშები, რიგში ჩამდგარან შინდი, მოცვები, რომ შეგეკითხო, არა გრცხვენია, ენძელასავით რად მემორცხვები? ჩიტისთვალამაც გამოიღვიძა, ქალის სურნელით კაცი ვბრუვდები, შენ მოფრინდები, როგორც მერცხალი, და ჩემს ოდაზე დამიბრუნდები. და დღეებს ვითვლი, ვითვლი და ვითვლი, დარჩა დღეები რაღაც, სულ ათი, შემხვდები? ვერა! იქნებ მანამდე გამომიგზავნო შენი სურათი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი