ჰეი,ნიკალა,ჩამომისხი ღვინო ოხერი


ჰეი,ნიკალა, ჩამომისხი ღვინო ოხერი


ჰეი, ნიკალა, ჩამომისხი ღვინო, ოხერი,
ჩემზე იყოს — მეც არა ვარ ულუკმა უპურო,
მინდა დავითვრე, შევეჭიდო ღვინის სიმთვრალეს,
ფხიზელი თვალით ამ ცხოვრებას როგორ ვუყურო.

ჰეი, მეარღნევ, გამაგონე შენი არღნის ხმა,
მე მოგიყვები იმ შორეულ ინგილო ქალზე,
მოვკვდები — ცა ხომ დამიტირებს, სხვა თუ არავინ,
ბოდბისხეველი დააწერეთ უბრალოდ ქვაზე.

ჰეი, ნიკალა, ჩამომისხი ღვინო — მწყურია,
შობა თენდება, გალობაა, ისმის ალილო,
იქნება ხვალე ვეღარ შევხვდე მამლების ყივილს,
როგორ წავიდე ამ ქვეყნიდან უპურმარილოდ.

ბევრი რა მინდა — დოქი ღვინო, ცოტა მწვანილი,
ჩემზე იყოს — მეც არა ვარ ულუკმა უპურო,
მინდა დავითვრე, შევეჭიდო ღვინის სიმთვრალეს,
ფხიზელი თვალით ამ ცხოვრებას როგორ ვუყურო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი