ხვალე შეიძლება ზედ არ შემომხედო
ხვალე შეიძლება ზედ არ შემომხედ ხვალე შეიძლება ზედ არ შემომხედო, აღარც „გამარჯობა“ მითხრა — ვინა ხარო, წლები შორიდან ჩუმად რომ მენატრები, ნეტავ შენს სიყვარულს როგორ ვინახავო. ბოლოს როდის გნახე — იყო დეკემბერი, ზამთრის მოქსოვილი საბანი გვეხურა, შენ ისე თრთოდი, როგორც გაწუწული, წვიმაში მოყოლილი პატარა ბეღურა. ბოლოს როდის გნახე — იყო ფანტელები, ზამთარმა „ნახვამდისო“ — აპრილიც განახევრდა, აპრილმა იმედები მარტივით გამიცრუა, მეგონა, აპრილი შენს თავს მანახებდა. მაგრამ წინ ჯერ კიდევ ორი კვირა დარჩა, აპრილიც გავა — და რომელ თვეს ველოდო, ხომ არ სჯობს, დღესვე სადარბაზოსთან, საათი ორზე რომ დაგელოდო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი