ჩემს ყველა ლექსში შენს სახელს ვამბობ


ჩემს ყველა ლექსში შენს სახელს ვამბობ


ჩემს ყველა ლექსში შენს სახელს ვამბობ,
ღვინით დავთვერი, გავთავდი კაცი.
შენ მომექეცი დეკემბერივით —
თებერვალივით რატომ ხარ მკაცრი?

მინდოდა ფუნჯით რომ დამეხატე,
გადამიქცია ქარმა გუაში.
შენ რომ მიყვარხარ, არ გამამტყუნო —
მე არაფერში არ ვარ შუაში.

სიცოცხლეს აბა რაღა აზრი აქვს,
დავდნი სანთელივით, გავილიე.
ჩემს მერე შენ თქვი ეს სადღეგრძელო —
ქალის სიყვარულის დამილიე.

ჩემს ყველა ლექსში შენს სახელს ვამბობ,
ლექსად გეძახი, ლექსით გიმღერი.
ჩემს პერანგს დღემდე ისევ ატყვია
შენი ტუჩები, შენი თმის ღერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი