ჩემი თავი წყალსაც წაუღია


ჩემი თავი წყალსაც წაუღია

ჩემი თავი წყალსაც წაუღია,
როგორც ასფალტზე კენჭი ნაგდები.
ოჯახს თუ არა, მშობელს თუ არა,
თუ არც სამშობლოს გამოვადგები.

მკვდარიც რომ ვიყო მამულისათვის,
ლაზარესავით მკვდრეთით აღვდგები.
გავხდე ყორნების დასატირალი,
სამშობლოს თუ არ გამოვადგები.

ვინ თქვა, ქართველი ვერ იქართველებს?
ავაზასავით ცერზე დავდგები.
საქართველოს თუ სხვა ვერაფერში,
სიკვდილით მაინც გამოვადგები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი