საკანი მეშვიდე
საკანი მეშვიდე საპატიმროში სხვა რა უნდა მეკეთებინა, ლექსს თუ დავწერდი — უსასრულო ფიქრი, ლოდინი. მენატრებოდა შენს ბაგეზე ხელით შეხება, დილის ნიავი, მზის ამოსვლა, შენი ლოგინი. ოთხი კედელი, გისოსები, როგორც გალია, ოთხი ზამთარი — სარკმელიდან გზისკენ გახედვა. მესიზმრებოდა შენი თმები მხრებზე გაშლილი, ზღვისფერ თვალებში, ქალბატონო, უხმოდ ჩახედვა. თეთრი ქაღალდი, თეთრ ქაღალდზე შენი სახელი, ვუმზერ მომავალს — ვერ ვუშველი განვლილს და აწმყოს. ჰო, მესიზმრება საპატარძლო კაბა ხავერდის, ალბათ, დრო მოვა, თეთრ კაბაში რომ გამოგაწყობ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი