ფეფე


ფეფე

მონადირეს ირემისთვის
მშვილდისარი უტყორცნია,
შენს ტუჩებზე, უნებურად,
ვინმეს ხომ არ უკოცნია?

ვინმემ ხომ არ მოგაძახა:
„მიყვარხარო, ჩემო ფეფე!“
შენს მკლავებში, სხვა იცოდე,
ვერასოდეს ვერ იმეფებს.

როგორც ვიცი, ისე მიყვარს,
როგორც ვიცი, ისე ვწერო,
როგორ ჩადის, მზეს ვუყურებ,
ზღვა ღელავს და ისევ ვწერო.

გავაშენე ყვავილების,
გვირილების რიგებია,
ასეთია სიყვარული —
შორდებიან, რიგდებიან.

ეკლესიებს შემოვივლი,
აგისვენებ ანჩის ხატად,
ასე ვიცი სიყვარულის
ჩემებური გამოხატვა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი