როგორ მიტირებს სატრფოს თვალები
როგორ მიტირებს სატრფოს თვალები აბალახდება ჩემი ვენახი, აშარავდება ეზო-ყურეო. როგორ მიტირებს სატრფოს თვალები... სიკვდილო, მოდი და უყურეო! გაფრინდებიან ჩემი ლექსები, როგორც ფოთლები, ხიდან მომწყდარი. მე ის მძივი ვარ შენს ხოხბის ყელზე, დაკიდებული და ჩამომწყდარი. რას არ გაიგებ, რას აღარ ნახავ, არ დაუჯერებ თვალებს, ყურებსო. ერთი ფეხი თუ წაგიბორძიკდა, ზედ აღარავინ არ გიყურებსო. მე გავფრინდები, როგორც ფოთოლი, ჩამოვარდნილი ხიდან ეული. ჩემგან დაგრჩება: „მე შენ მიყვარხარ“ — ჩემი ლექსების სავსე რვეული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი