შენს სიყვარულზე დღეს უნდა მოვყვე


შენს სიყვარულზე დღეს უნდა მოვყვე


არც ავთანდილი ვარ და არც ტარიელი,
გლეხის შვილი ვარ, უბრალო მოყმე.
ქალო, აქეთაც გამოიხედე,
შენს სიყვარულზე დღეს უნდა მოვყვე.

პირველად მომეწონე, სახელიც არ ვიცოდი,
წყაროზე გაგიკითხე, გოგო ვისიაო.
მითხრეს: „საცოდავო, ღვინოში ჩაგახრჩობსო,
დევების ჯამით რომ სვამს, მამამისიაო.“

მერე, მერე შემიყვარდი, როდის შეგხვდებოდი,
დღეები საუკუნედ იწელებოდა.
შენ რომ გეძინა, რამდენი ლექსი
იმ ფშატის ხესთან იწერებოდა.

სახლისკენ მიმავალი ვიფიქრე, მივაცილებ,
მოკურცხლე, მოგსდევდი, როგორც მწყერს მწევარი.
ზურგს უკან მოგაძახე: „შენზე ბევრს დავწერო!“
გამომიხვედი: „შენც ახლა მწერალი?“

რამდენჯერ შენს ქუჩაზე გამომივლია,
წვიმდა, თოვდა თუ ქარი ქროდა.
რამდენი ვარდი მომიპარია,
ერთი მანეთიც რომ არა მქონდა.

ვბერდებით, წლებიც ნელ-ნელა მიდის,
ბუხართან ვზივართ, ცეცხლს ვეფიცხებით.
ასე იყო თუ ისე იყო, რა,
ახლა  ერთმანეთს  ჩვენ ვეფიცებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი