აბა,როგორ არ დავლიო
18) აბა, როგორ არ დავლიო აბა, როგორ არ დავლიო, როცა ღვინოა ხიხვისო, სუფრაზე სოფლის ვარია, ნანადირევი იხვისო. შამფურზე ხორცი ასხმული, თეფშზე თევზია ცოცხალი, მე ასე უნდა ვიცხოვრო, ძმებო, სანამ ვარ ცოცხალი. ბინდდება, შაშვი ჭახჭახებს, ხმაა -დიაცი ყვირისო. აქ უნდა შევხვდე მზის სხივებს, დილით მამლების ყივილსო. დილიდან ისევ დალევა, ღიაა მარნის კარები. სად წამსვლელი ვარ ფხიზელი, მთვრალი სად გავიპარები
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
უკაცრავად, მაგრამ ეს არის ინგრედიენტების ჩამონათვალი უფრო ვიდრე პოეზია.ავტორს უნდოდა აქედან მადლი გვეგრძნო, მაგრამ იმდენად ცალსახად არის ჩამოყალიბებული სუფრის დეტალები და ავტორის პოზიცია რომ უნდა დალიოს სხვა გზა არ აქვს, რომ ხელოვნება საერთოდ გამქრალია.