ჩემო სტუმარო
ჩემო სტუმარო ჩემო სტუმარო, ჭირიმე შენი, პური ატეხე და ღვინო მოსვი. ბედნიერი ვარ, ამ ბავშვებივით, რომ გამახარეთ დღეს თქვენი მოსვლით. იმდენი ღვინო უნდა დავლიოთ, ვერ დაძრას ვირმა, ზედ რომ აკიდო. დალიეთ, ღვინის გემო რომ გაგყვეთ, ეს ღვინო, აბა, როგორ გავყიდო! დღეს ამ სახლიდან კაცი ვერ გავა, დაულეველი, ფეხასარევი. შენ გაგიმარჯოს, ჩემო ქართველო, რამდენი რამე მაქვს დასალევი! ჩამოატარეთ განსხვავებული, ხარირემის და ჯიხვის რქითაო. თავი გველივით გამაჭეჭყინა მოღალატესთვის რიყის ქვითაო. ჩემო სტუმარო, ჭირიმე შენი, არ დამანახო შენში ცხოველი. გზა გაგინათოს ჩემმა თვალებმა, გფარავდეს დედა სვეტიცხოველი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი