სადმე არ გადაგეყარო
სადმე არ გადაგეყარო სადმე არ გადაგეყარო, ქალო, ჩეროში მძინარეს, ის მაინც ხომ გაგიგია, კაცი ზღვასავით მძვინვარებს. რაც ლექსები მაქვს, გამოვშლი და გამოვატან ქარსაო. ყვავილს რომ სითბო სჭირდება, ისე კაცსა და ქალსაო. წყაროს წყალთანა მენახე, შეისწორებდე თმასაო. ცხოველიც მოგშტერებოდეს, ვერ გაშორებდეს თვალსაო. როგორ არ უნდა მიყვარდე, ასეთი ნაზი არსება? არ დაგაცადე წყაროზე, ქალო, კოკურის ავსება. დიაცო, შენი ჭირიმე, თავს ნუ შეუშვერ ქვასაო, ყვავილს რომ სითბო სჭირდება, ისე კაცსა და ქალსაო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი