ღვინო


ღვინო

დაასხი, ჩემო გიორგი,
ყურძნის ცრემლები თუ არი,
ქართველმა კაცმა ღვინოზე
როგორ უნდა თქვას უარი?!

ჭირის სუფრაზე ცრემლსა გგვრის,
ლხინის სუფრაზე თავადობს,
ასე, რვა ჭიქის შემდეგ კი,
ყველა თავისთვის თამადობს.

გუშინ იმდენი დავლიე,
რომ გამწყრომია ნამლევი,
თურმე, ამასაც ვამბობდი:
„ხვალე აღარ ვარ დამლევი“.

მაგრამ, დღეს ისევ ღვინოს ვსვამ,
გამოსავალი თუ არი,
ამ ღვინით უნდა დავლოცო
მასპინძელი თუ სტუმარი.

დამისხით ღვინო, დამისხით,
ყურძნის ცრემლები თუ არი,
ქართველმა კაცმა ღვინოზე
როგორ უნდა თქვას უარი?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი