ამას თუ სიციცხლე ჰქვია
ამას თუ სიცოცხლე ჰქვია ვის რად ვუნდივარ ასეთი, წყალწაღებული ბოგინო, ამას თუ სიცოცხლე ჰქვია, წუთისოფელში ვბოგინობ. ყველა თავის გზით წავიდა, ყველას თავის გზა ატარებს, აღარ ვუნდივარ არავის, აღარც დიდს, აღარც პატარებს. მშიერს არავის ვტოვებდი, მქონდა შუაზე ვუყოფდი თუ მაკლდა, ვინმეს, მე ხელებს ჯიბეში არ ჩავუყოფდი ჩემთან სვამდა და პურს სჭამდა, ძმობასაც მეფიცებოდა, ბოლოს დედაღა შემომრჩა, ჩემს თავს რომ მეფიცებოდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი