მშობლის ჩრდილი


მშობლის ჩრდილი


მშობლის ჩრდილიდან როცა გამოხვალ,
ცელქი ნიავი თმას აგიჩეჩავს,
გზაგასაყარზე რომ მიადგები,
გაჩერდები და მხრებს აიჩეჩავ.

ორ ნაბიჯამდე გადასადგმელი
ათ ნაბიჯამდე გაგიგრძელდება,
მშობლის ჩრდილიდან როცა გამოხვალ,
შვილო, ცხოვრება გაგიძნელდება.

ზოგს ვეფერებით, ზოგის სურათსაც
გულში ვიხუტებთ, ხელით ვეხებით,
მშობლების ამაგს მათ სიცოცხლეში
შვილები ამას, ამას  ვერ
 ვხვდებით.

მშობელი დიდი მუხის ხეა,
ცას აწვდენილი მისი კენწერო,
რომ არ მიყვარდნენ, რომ არ მიყვარდნენ,
მაშინ მშობელზე  როგორ დავწერო.

მშობლის ჩრდილიდან როცა გამოხვალ,
ცელქი ნიავი თმას აგიჩეჩავს,
რამდენი არის გზაგასაყარზე
გაჩერებული, მხრებს რომ იჩეჩავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი