მეც ერთი ხე ვარ პატარა
მეც ერთი ხე ვარ პატარა ლოთს აუკრძალეს დალევა, მწეველს ბავშვებთან მოწევა, გლეხკაცს თავადთან სტუმრობა, თავადს ბატონის მოწვევა. მეტყევეს ტყეში ხეების ამოძირკვა და მოჭრაო, მეც ერთი ხე ვარ პატარა, ქალო, არა ქნა, მომჭრაო. მეველს ღამის სიზმრები, მებადურს ბადის მოსმაო, ვაი, რომ მეც ამიკრძალეს, ქალო, შენამდე მოსვლაო. ჩეროში ვზივარ, პაპიროსს ვაბოლებ, დარდებს ვაყოლებ, არაყსაც დავლევ სამ ჭიქას, ღვინოსაც ზედ დავაყოლებ. მერე წამიღებს ფიქრები, როგორც ნავს მტკვარზე ტალღები, ის კოცნა გამახსენდება, როცა ვიყავით ბალღები. ლოთს აუკრძალეს დალევა, მებადურს ბადის მოსმაო, ვაი, რომ მეც ამიკრძალეს, ქალო, შენამდე მოსვლაო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი