იმ დღეს იმდენი დავლიე


იმ დღეს იმდენი დავლიე


იმ დღეს იმდენი დავლიე, აღარც მახსოვს,
ოთხ ბოთლა ღვინოზე ფეხი ამერია.
ეგ არაფერი, წავსულვარ ციცინოსთან,
ციცინოს სადღეგრძელო იქაც რომ დამელია.

კაცი წამომადგა, როგორც ზორბა დათვი:
— ჰეი, ვინა ხარო? — ვუთხარი: თოვლის პაპა.
გარეთ გამოვიდა: სად არის მარხილიო?
სად წავსულიყავი, რაღა უნდა მეთქვა, აბა?!

შვილს დაუძახა: შინ შედიო, მე გამომხედა,
ძირს დამაგდო და ერთი-ორჯერ გადამიარა.
მამაა, მის მკლავ-მარჯვენას ვენაცვალე,
გვერდები მტკივა —  გაბრაზებამ გადამიარა.

თითქოს ხარების ჯოგმა გადამთელეს,
თითქოს დიდი მურა დათვის მომხვდა ტორი.
არ მოხდებოდა, რომ არ მივსულიყავი,
სიტყვა ციცინოსთვის უნდა მეთქვა ორი.

მე მიყვარხარ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი