ვინ დამასვენებს კაკლის ჩეროში


კაკლის ჩეროში

კაკლის ჩეროში ვინ დამასვენებს,
გადავბრუნდე და გვერდი ვიცვალო,
მე, ბედნიერი სიკვდილით წავალ,
შენს მკლავებში რომ გარდავიცვალო.

შენი ტუჩები დაშაქრებულა,
უწინდებურად არ არის მრეში.
სულ ერთი კოცნა, სულ ერთი კოცნა,
რომ ჩავიყოლო ცივ სამარეში.

მე ხომ უცეცხლოდ ისეც ვიწვები,
დავიფერფლები, აღარც ნავლია.
აი, იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
გულში ჩუმად რომ  დაგვიმალია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti1 კვირის წინ

რა კარგი იყო სანამ ბოლოში არ ჩავედი ბოლოდან მეორე ბწკარედი ტეხავს
შეიძლებოდა ასე :
იმ სიყვარულის მოდი დავლიოთ,
გულში ჩუმად რომ დაგვიმალია.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი