0 0 8
მოხუცი
მოხუცი
როცა ოჯახში ლუკმა შეჰქონდა ,
გაშლილი სუფრის დასვამდნენ თავში ,
დღეს როცა მოხუცს არ შეუძლია ,
კოჭლი ცხვარივით ჰყავთ სათვალავში .
მოხუცის თვალით შენს თავს შეხედე ,
რა უტრილებს საბრალოს გულში ,
ცალკე მაგიდა და ცივი კერძი ,
წყალწყალა სუპი შეხვრიპა გუშინ .
კი , დღეს მოხუცდა ,არ შეუძლია ,
დაჩაჩანაკდა ,შეჭამა წლებმა ,
ადამიანო ისე იცხოვრე ,
ღმერთი ნურასდროს ნუ გაგიწყრება .
დღესაც არ იცი , შვილის გულისთვის ,
მხრებით რამდენი რა არა ზიდა ,
ბევრჯერ აკვანიც დაურწევია
და საამაყო შვილადაც გზრდიდა .
დღეს კი რას იმკის მოხუცებული ,
ერთ დროს ლაღი და გაშლილი მხრებში ,
დაჩაჩანაკდა , წლებმა შეჭამა ,
ამ სიბერეში რა შერჩა ხელში .
მას შვილიშვილი ზის და უყურებს ,
როგორ აღიქვამს ყველაფერს ამას ,
და ასე ფიქრობს მეც სიბერეში ,
ასე მივხედო ჩემ მოხუც მამას .
რასაც კი ხედავს ბავშვი ითვისებს ,
რად უნდა დარჩეს ის მშობელს ვალში ,
მშობელს თვალებში როგორ ჩახედოს ,
ვისაც მშობელი ჰყავს სათვალავში .
.