0 0 19
შენ შემიყვარდი ვინც არ უნდა შემყვარებოდა
შენ შემიყვარდი ვინც არ უნდა შემყვარებოდა
შენ შემიყვარდი ,ვინც არ უნდა შემყვარებოდა ,
მე ყოველ დილით შენს ბროლის მკერდს მძივებით ვერ ვრთავ,
ნუთუ შენთანაც იქნებ რამე ცოდვა მიმიძღვის,
რა დაგიშავე ქალბატონო, შენ დედისერთავ.
შენ შემიყვარდი, შემიყვარდა მთის თეთრი თოვლი,
ოქტომბრის წვიმა , გაზაფხულის ლურჯი ენძელა,
გამასულელე, მთვარეს ვთხოვე დამხმარებოდა ,
გზა გამინათოს მგზავრს , წამოსულს შენს საძებნელად.
მე შემიყვარდი , არც ის ვიცი როდის და როგორ,
შენ ფარშავანგის სილამაზევ , ქალო ნამლევო,
ჭიქა მიჭირავს ღვინით არა, ჩემი ცრემლებით
და სიყვარულის სადღეგრძელოს შენით დავლევო.