0 0 18
ქალი და ზღვა
ქალი და ზღვა
კაცი ვარ და გამომექცა
თვალი , ქალო რომ იხდიდი ,
სასჯელს რასაც მომისჯიდი ,
შენს მკლავებში მოვიხდიდი .
გაკოცებდი , კოცნისათვის ,
ბოდიშსაც კი მოგიხდიდი ,
სამუდამო პატიმრობას ,
შენს მკლავებში მოვიხდიდი .
მე ეს სახე არ მინახავს ,
ეს ღიმილი , არც ეს თვალი ,
არ გეგონოს მათამამებს ,
ვაზის ცრემლი , არ ვარ მთვრალი .
კაცი ვარ და გამომექცა
თვალი , თვალს რომ იხატავდი ,
დავიჯერო შენ იყავი
ოცნებებში რომ ვხატავდი?
ის ქალი ხარ , გამომექცა ,
თვალი შენსკენ რომ იხდიდი ,
ჩემი დანაშაულისთვის ,
სასჯელს შენთან მოვიხდიდი .
ზღვის ტალღები შხეფებს გესვრის ,
ჩემი თვალი მზერას გტყორცნის ,
ვინ იქნება დამნაშავე ,
მაგ ტუჩებს რომ დაგიკოცნი.