მოდი , ამ ჭიქის მე ვიქნები ერთი თამადა
მოდი, ამ ჭიქის მე ვიქნები ერთი თამადა მოდი ,ამ ჭიქის მე ვიქნები ერთი თამადა, მინდა ფიქრები ამ ღვინოში კვლავაც ავრიო, მე ვადღეგრძელებ საქართველოს მაისის ვარდებს, ქალბატონების სადღეგრძელო მინდა დავლიო. მოდი, ამ ჭიქის მე ვიქნები ერთი თამადა და ჩემს სიტყვებში სიყვარული მინდა გავრიო, მე ვადღეგრძელებ იმ ვარსკვლავებს ცას რომ ანათებს, ქალბატონების სადღეგრძელო მინდა დავლიო. მოდი, ამ ჭიქის მე ვიქნები ერთი თამადა, ღვინო და დარდი ერთმანეთში მინდა ავრიო, ქალბატონებო, მე ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ქართველი ქალის სადღეგრძელო მინდა დავლიო.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი