გაუმარჯოს
გაუმარჯოს იმ ცოლს გაუმარჯოს, ქმრის ღალატზე რომ არ იფიქრებს, იმ ქმარს გაუმარჯოს, სხვა ქალი რომ არ დააფიქრებს, იმ გულს გაუმარჯოს, ერთისთვის რომ მოკვდება ბოლოს, შენ როგორ გიყვარს სიცოცხლეში, რას ეტყვი ბოლოს. იმ შვილს გაუმარჯოს, ვინც რომ იცის დედა და მამა და როცა მშობელს არ შერცხვება, იტყვის თამამად, ჩემი შვილია , ჩემი სისხლი და ჩემი ხორცი, შვილის ღირსებამ მშობელი რომ გაათამამა. ეს თქვენ გაგიმარჯოთ, ვინც რომ არჩევთ კეთილს და ბოროტს, სიკეთის თესვა , სიყვარული რომ შეგიძლია, მხოლოდ ზღაპარში რომ ვკითხულობთ იმ ტკბილ დასასრულს, აქაც ისმოდეს რომ ,,კეთილმა, ბოროტსა სძლია,, .
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი