0 16

ეგ შები მკერდი დაბერილა ,როგორც კვირტები


ეგ შენი მკერდი  დაბერილა, როგორც კვირტები

ეგ  შენი მკერდი დაბერილა, როგორც კვირტები,
გაზაფხულზე რომ მზის სხივების სითბო აღვიძებს,
თავი  სიზმარში გეგონება   ქალი ასეთი,
დილით ლოგინში ერთი კოცნით   რომ გაგაღვიძებს.

დაქალებულხარ ,  მიგახვედრებს შენი ასაკიც,
დაპურებულა შენი მკერდი , როგორც ყანაში,
ხორბლის მარცვალი , ასაღებად გამზადებული,
პირველად ვნახე შენისთანა ჩემს ქვეყანაში.

რა ლამაზია შენი ტუჩი, ბაგე, ნაწნავი,
შენი თვალები მზის სადარი,  ღიმილი მწველი,
მე შთაგონებით შენს სულში ვარ ჩასახლებული ,
ღამე ფიქრებში , შექუჩებულ ოცნებებს ვწველი. 

ეგ  შენი მკერდი  დაბერილა ,  როგორც კვირტები,
ქალური გრძნობა  ალბათ ჩუმად შენშიც  იღვიძებს,
- აბა მითხარი კაცს ამ ქვეყნად მეტი რა უნდა,
ასეთი ქალი ,  შენს მკლავებში  რომ გაიღვიძებს.
კომენტარები (0)