არა თქვა


არა თქვა 

არა თქვა , ქალი არ მიღალატებს,
არა თქვა , მტერი არა მყოლია,
არა თქვა, ძმა-ძმას არ  შეიძულებს,
არა თქვა, მშობელს შვილი ჰყოლია.

არა თქვა, მშობელს შვილი მიხედავს,
რამდენს ცოცხალი დაუტირია,
მოხუცებულთა თავშესაფარში,
გზას გაჰყურებენ, ჩუმად  ტირიან.

არა თქვა , ,,მრუში,, გამოსწორდება,
ცდუნებას, ვნებას, რომ  აჰყოლია,
ადამიანმა ერთმაც არა თქვას,
ფიქრებში გრძნობებს არ აჰყოლია.

არა თქვა სიტყვა, რომელი სიტყვაც,
სანამ შინ მიხვალ წინ რომ დაგხვდება,
თუ  მომისმიენე იტყვი ქართველო,
დავღუპულვართ თუ  ჩვენს თავს რა ხდება.

არა თქვა ახლა, რაც არუნდა თქვა,
გვერდში, ცუდიც და კარგიც მყოლია,
რწმენა  დავკარგეთ კაცობრიობამ,
უფალო აბა   ვინა       გყოლია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი