რომ გიღალატო
რომ გიღალატო რომ გიღალატო, როგორ გითხრა მე შენ მიყვარხარ, როგორ ჩაგხედო მაგ თვალებში, როგორ შეგხედო, როგორ გაკოცო სხვის ტუჩებზე გამეფებულმა, როცა შენ მყავხარ, სხვა დანარჩენს რისთვის შევხედო. რომ გიღალატო, უსირცხვილოდ როგორ მოვიდე, ვითომ იმ ქალთან არაფერი ჯერ არ მქონია, რად მინდა სხვისი ნაფერები, წყურვილით სავსე, როცა რომ ვხედავ ამოდენა სითბო გქონია. რომ გიღალატო, ქალის კოცნა მაინც გამყიდის, კისერზე მაინც, თუ არადა პერანგზე ნახავ და როგორ გინდა, ამის შემდეგ გითხრა მიყვარხარ, შენ თუ როდისმე ,,ეშმაკების,, ,,ფერხულში,, მნახავ. რომ გიღალატო , როგორ გითხრა სიტყვა მიყვარხარ, როგორ გაგცვალო, გინდა ფიქრშიც, ხვალე ვინმეში, როგორ გაკოცო სხვის ტუჩებზე გამეფებულმა, როგორ ჩაგხედო მაგ გუგებში, თვალის ,,მღვიმეში,, ,
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი