იმ მიწას ვკოცნი


იმ მიწას ვკოცნი

შენ, საქართველოს ყოველი კუთხე,
სულ სიყვარულით შემოგივლია,
შენ, ქართველობის მაგალითი ხარ,
იმ მიწას ვკოცნი, შენ რომ გივლია.

აი ესა ვართ, ჩვენ ქართველები,
კარგისთვის რატომ ვერ  მოგვივლია,
დაიბადება მრავალი მაგრამ,
ფიქრობს! ფიქრობდა როგორც ილია?

დღესაც ბევრი გვყვავს საქართველოში,
მტერი შორიდან, ახლოც გვივლიან,
მკვდარს ავაღმერთებთ, ცრემლით ვასველებთ,
ცოცხლებისთვის კი,  ვერ მოგვივლია.

წიწამურის ის სველი ვარდები,
დღეს მთაწმინდაზე ისევ გივლიან,
შენ ქართველობის მაგალითი ხარ,
იმ მიწას ვკოცნი შენ რომ  გივლია,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი