ქალი


ქალი

ქალს მოეფერეთ, როგორც ნაყოფს  დედის მუცელში,
ქალს მოუარეთ,  როგორც ყვავილს, რომ აყვავდება,
მახინჯი ქალი არ არსებობს სინამდვილეში,
თუ დაინახე მასში ქალი,  შეგიყვარდება.

ქალს გაუფრთხილდით, როგორც ნამუსს, სხვა ვერ შეეხოს,
ქალს გაუღიმეთ, დაანახეთ გაქვთ ,,ამბიცია,, ,
მე გამიგია, რომ უთქვიათ გულდაწყვეტილებს,
მამაკაცებმა სიყვარული რომ არ იციან.

ქალს გაუღიმეთ, განა მართლა ღიმილი უნდა?
ქალს მოეფერეთ, აგრძნობინეთ, რომ ის ქალია,
სიტყვა, მიყვარხარ გააგონეთ  მართალ კაცისგან,
არ დაგავიწყდეთ, რომ  წითელი ალუბალია.

ქალს მოეფერთ, როგორც ნაყოფს დედის მუცელში,
უყურადღებო, ბობოქარი ქარიშხალია,
წავა, მონახავს სხვის მკლავებში სითბოს, სიყვარულს,
ბოლოს და ბოლოს , გრძნობები აქვს, ის ხომ ქალია.

ქალს მოეფერეთ, როგორც ნაყოფს დედის მუცელში,
ქალს მოეფერეთ აგრძნობინეთ ის, რომ ქალია,
ქალს გაუფრთხილით, როგორც ნამუსს, სხვა ვერ შეეხოს,
არ დაგავიწყდეთ, რომ წითელი ალუბალია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი