რა პატარაა ეს საქართველო


რა პატარაა ეს საქართველო

რა პატარაა ეს საქართველო,
ბავშვის თათივით სულ  ერთი მუჭა,
,,ქართლის დედა,, დგას სადარაჯოზე,
შვილს თვალი წუთით რომ მოეხუჭა.

რა პატარაა ეს საქართველო,
ხელის გულივით ციდან რომ მოჩანს,
ქართველი კაცის სალოცავია,
იმ მთაზე თეთრი ტაძარი  რომ ჩანს.

რა პატარაა ეს საქართველო,
რა პატარაა ქართველი ერი,
საზღვრებს იცავენ ჩვენი ბიჭები,
ეკლესიაში ლოცულობს ბერი.

რა პატარაა ეს საქართველო,
მაგრამ მდიდარი თავის ბუნებით,
,,ქართლის დედა,, დგას სადარაჯოზე,
თქვენს შვილებს ბიჭო,  რას ეუბნებით.

რა პატარაა ეს  საქართველო,
ბავშვის თათივით ხელში ეტევა,
ახალგაზრდა ვარ, მაგრამ სიცოცხლე,
საქართველოსთვის გამემეტება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი