მშობლის დარიგება


მშობლის დარიგება

დღემდე მომყვება დედის სიტყვები
და მამაჩემის ზღვა დარიგება,
ბავშვი ვიყავი და დღემდე მახსოვს,
მშობელი როცა მე  მარიგებდა.

- ყველასთან შვილო არ იმეგობრო,
ცუდი კაციდან კარგიც ისვრება,
ყველასთან პური არ შეიჭმება,
ყველას ოჯახში არ შეისვლება.

ადამიანი ამოცანაა,
ამოუხსნელი რომ აქვს გუნება,
შენ რომ ერთს ეტყვი მის საპასუხოდ,
გიპასუხებს და   რას  გეუბნება.

რამდენს შეხვდები , მაგრამ ვაი რომ
მხრებზე დადგმული მხოლოდ  თავია,
ძნელია, როცა თვითონ არ   ფიქრობს
და   როცა    სხვისი  სამართავია.

ყველასთან ღვინო არ დაილევა,
მერე რაა რომ ჭიქა ივსება,
გამარჯობაც კი ზოგჯერ არა ღირს,
ყველას ოჯახში არ შეისვლება.

ბავშვი ვიყავი და დღემდე მახსოვს,
ჩემი მშობელი რომ მარიგებდა,
დღემდე მომყვება მოხუცებულსაც,
მშობლების სიტყვა , ზღვა დარიგება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი